გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიოს კანონპროექტი
ქართული ოცნების მიერ "რუსული კანონის" ხელმეორედ მიღების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.
#Georgia: We urge the authorities to withdraw the draft law labelling civil society & media that receive over 20% of their funding from abroad as “organisations acting in the interest of a foreign power”. This poses serious threats to freedoms of expression & association.— UN Human Rights (@UNHumanRights) April 4, 2024
"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც "გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციების" იარლიყს აკრავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც თავის დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას". – წერია პოსტში.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.