ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ თავდაცვის სფეროში ახალი დეკლარაცია გააფორმეს

გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ გააფორმეს საერთო თავდაცვის დეკლარაცია, რომლის მიზანიც არის ორი სახელმწიფოს მუშაობა თავდაცვის სფეროში ინდუსტრიის და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასევე, ყურადღება გამახვილებულია უკრაინის უფრო აქტიურად დახმარებაზე რუსეთის წინააღმდეგ.
ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ დეკლარაციას ხელი ბერლინში მოაწერა, სადაც ის გერმანელ კოლეგას, ბორის პისტორიუსს შეხვდება და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ჰეილის ვიზიტი გერმანიაში მისი ორდღიანი ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ის ეწვევა საფრანგეთს, პოლონეთსა და ესტონეთს.
"ეს ვიზიტები იქნება აშკარა გზავნილი, რომ ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ამ მთავრობის საგარეო და თავდაცვის სფეროში მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ახალი დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის საფუძველს უყრის ახალ, ღრმა ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე" – თქვა ჰეილიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.