გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის – British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია.
კერძოდ, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის – British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება.
„ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია ‘’British Airways”-ი და ‘’easyJet”-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს“,- მსგავსი შინაარსის სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ წამყვანი ბრიტანული გამოცემები: The independent, Daily mail, ასევე Buiness Traveler, წამყვანი საავიაციო გამოცემა Travel Radar და Euronews Georgia.
სტატიებში ხაზგასმულია, რომ ახალი პირდაპირი მიმართულებები ლონდონის ჰითროუს და ლუტონის აეროპორტებიდან ფრენის დროს 8 საათიდან 5 საათამდე შეამცირებს. ,, საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება, რადგან ’British Airways”-ი და‘’easyJet”-ი პირდაპირ რეისებს იწყებენ ლონდონიდან,“- ნათქვამია სტატიებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ