ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის [MI6] ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის [MI6] ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა - ის პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.
 Financial Times წერს, რომ 47 წლის ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც
გამოცემის ცნობითვე , დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის მანძილზე, მეტრეველი გაერთიანებული სამეფოს შიდა სადაზვერვო სააგენტოშიც მუშაობდა და K დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც ეკავა. K დეპარტამენტი აკონტროლებს ბრიტანეთისკენ წამოსულ საფრთხეებს ისეთი "მტრული ქვეყნებიდან", როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.
მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში დაიკავებს, მას შემდეგ, რაც სააგენტოს მოქმედ ხელმძღვანელს რიჩარდ მურის ხუთწლიანი ვადა ამოეწურება | პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას ისტორიული უწოდა იმ ფონზე, როცა "დაზვერვის სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.