არქივი3 სექტემბერი, 2025, 13:10
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯო ჰილი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ ქსელში იუწყება.
შმიგალი ბრიტანელ კოლეგას კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა.
მისი თქმით, შეხვედრისას კოორდინაციას გაუწევენ „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის ძირითად საკითხებს“, რომელიც ლონდონში გაიმართება.
„ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს“, - წერს შმიგალი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.