ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს ტერიტორიაზე პუტინის შეჭრა საშიში და სრულიად მიუღებელია - თუ ნატო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს ტერიტორიაზე პუტინის შეჭრა საშიში და სრულიად მიუღებელია - თუ ნატო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ

თუ ნატო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს დიდი ბრიტანეთი და ნატო-ს ქვეყნები ვიკრიბებით, რათა რუსეთის აგრესიაზე ჩვენი პასუხი გავაძლიეროთ. ნატო-ს ტერიტორიაზე პუტინის შეჭრა საშიში და სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ჰილიმ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ნატო-ს მოქმედებას აკვირდება“.
„პუტინის ესკალაციას ჩვენი ძლიერებით უნდა ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი გაძლიერების საკითხს განვიხილავთ“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.