არქივი25 სექტემბერი, 2025, 12:09
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საგარეო უწყება დატოვა - მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ შეხვედრის დეტალებზე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
საგარეო უწყებაში გუშინ, 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.