პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერთიანებული სამეფოს გამანადგურებელმა წითელ ზღვაში თავდასხმის დრონი ჩამოაგდო

დიდი ბრიტანეთის გამანადგურებელმა ჩამოაგდო თავდასხმის დრონი წითელ ზღვაში, - ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა რეგიონში საზღვაო დაძაბულობის ფონზე.
„HMS Diamond-მა ჩამოაგდო საეჭვო თავდასხმის დრონი, რომელთა სამიზნე სავაჭრო გემები იყო წითელ ზღვაში. გამანადგურებელმა რაკეტა გაისროლა და წარმატებით გაანადგურა სამიზნე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გახშირდა იემენის ნაწილიდან. ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.