გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი. ცალკეული გამოვლინებები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ

გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი. ცალკეული გამოვლინებები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ
მთავარი საკითხი, რაც საერთო ჯამში, როგორც პოლიტიკის წარმოების ფორმა კრავს ამ ყველა თემას, არის ფარისევლურ პოლიტიკაზე უარის თქმა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ ხედავს ახლა ურთიერთობების განვითარების დინამიკას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„საუბარი პირდაპირ იმ ინტერესზე, რომელიც აქვს -ს, რომელიც აქვს ამერიკის პრეზიდენტს და გაცნობიერება, რომ სხვა ერებსაც აქვს ეს ინტერესი. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები, რომ ისინი ამოდიან იქიდან, რომ ქვეყნები, ერები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებაში ხედავს როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის წინაპირობას. ეს არის ის, რაც ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ აღარ იქნება ის ფარისევლური პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის ჰქონდა, რომელიც, თითქოსდა მზრუნველობით, დემოკრატიის ექსპორტით, სინამდვილეში, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობდა. ამას ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მას ასევე უპასუხა კითხვას, „თქვენი მოწინააღმდეგეები არსად გამქრალან, მათ შორის, ვაშინგტონში. გასაგებია, რომ ძალაუფლების ის ბერკეტები აღარ ექნებათ, მაგრამ იქნება თუ არა ეს ხელისშემშლელი“.
„გადაწყვეტილებებს, ვხედავთ, რომ იღებს პრეზიდენტი ტრამპი და ის მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს ამერიკელი ხალხის მხრიდან, არის ის მთავარი ძალა, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ამიტომ, გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი. ცალკეული გამოვლინებები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რა არის შინაარსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს