არქივი17 დეკემბერი, 2023, 16:08
გადაწყდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება
ლევან მაისაშვილის ნაცვლად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი დაინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას FreeRugby.ge ავრცელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კოკერილს 1+1+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.
"ბორჯღალოსნების" ახალ თავკაცს "შავი ლომისა" და "თელ-ავივ ჰითის" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩამდე წარადგენენ, რომელიც 22 დეკემბერს "ავჭალაზე" გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.