არქივი14 იანვარი, 2025, 23:08
გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული ... (ვიდეო)

"ხელი არ შეუშლია, გადაცემის დამთავრება მაცადა"
აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, ქეთი ბოლქვაძემ, პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა. ის გადაცემაში "ბათუმელების" დამფუძნებლის, ეთერ თურაძის, სტუმრობისას ამბობდა, რომ თითქოს თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.
ამ გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის, ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.