ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გადატრიალდნენ და გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თავი დაანებონ პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს – გომელაური

გადატრიალდნენ და გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თავი დაანებონ პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს – გომელაური
გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარები, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა“, – განაცხადა გომელაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.