ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვართან სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი. ინფორმაციას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
"წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ყველა მათგანი ადგილობრივია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვიღებთ ზომებს მსროლელთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით". - უთხრა გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ რუსულ სამთავრობო მედიას.
მარიონეტული ხელისუფლების ინფორმაციით, საზღვარზე ვითარება სტაბილურია და მომხდარს გადაადგილება არ შეუფერხებია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.