ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გაგრამ" ზედიზედ მეორედ მოიგო, ბათუმელებმაც იმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: "დინამო ბათუმმა" სტუმრად მოუგო წყალტუბოს "სამგურალს", "გაგრამ" კი ფოთის "კოლხეთი 1913"-ს სძლია.
სამგურალი 0:1 დინამო ბთ
მოქმედმა წინა ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ამჯერად კი გაიმარჯვა: ერთადერთი გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. ეს მამუჩაშვილის მეოთხე გოლია სეზონში.
პენალტი კი "სამგურალის" ფეხბურთელის, ნიკა კალანდარიშვილის ხელით თამაშის გამო დაინიშნა.
"დინამო ბათუმი" ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, "სამგურალი" კი ბოლოდან მეორე საფეხურზეა.
გაგრა 2:0 კოლხეთი 1913
"გაგრამ" ზედიზედ ორჯერ მოიგო და მერვე ადგილზე გადავიდა.
თან ორივეში ისე გაიმარჯვა, რომ გოლი არ გაუშვია.
პირველი გოლი ასე გავიდა: ფოთელთა მცველმა ბექა ხარშილაძემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი გიორგი ლომთაძემ შეასრულა, თან ორიგინალურად, პანენკას სტილში.
ბოლო წუთებზე კი განელმა დენის ამოაკომ ახლოდან გაიტანა ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ. საინტერესოა, რომ ამოაკო მხოლოდ სამი წუთის შესული იყო მინდორზე. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
"გაგრაზე" დავწერეთ, "კოლხეთი 1913" კი ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა.
erovnuliliga.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.