გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსები აშენდება | ივანიშვილის ბიზნეს-პროექტი და პარალიზებული სხდომა საკრებულოში

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსები აშენდება | ივანიშვილის ბიზნეს-პროექტი და პარალიზებული სხდომა საკრებულოში
თბილისის საკრებულომ ს ახალ ბიზნეს პროექტს მშენებლობისათვის საჭირო თანხმობა მისცა. საუბარია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე. 82 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, ფონდი ქართუს საკუთრებაა.
დღევანდელ სხდომაზევე, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც 2 ცათამბჯენის აშენება იგეგმება.
თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა – სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. მიზეზი გახარიას პარტიის წარმომადგენლების მოწოდება გახდა, რომ უმრავლესობას წერეთელზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ბოდიში მოეხადა შექმნილი უხერხულობის გამო. ამან ქართული ოცნების დეპუტატების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. გახარიას პარტიის წევრებს მათ მოღალატეები ეძახეს.
საკრებულოს სხომიდ დასრულების შემდეგ, “საქართველოსთვის” წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და “ოცნებას” სახედაკარგული უწოდეს.