არქივი13 სექტემბერი, 2024, 14:24
გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
„დავბრუნდი კიევში, რადგან მეგობრები სწორედ ამისთვის არსებობენ“, - დაწერა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 11-12 სექტემბერს კიევში ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფებოდა. მან პირობა დადო, რომ უკრაინა მარტო არასდროს დარჩება და რომ „ურჩხულს“ ერთად დაამარცხებენ.
ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ მისი სახელმწიფო ელოდება დადებით გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მოკლე მანძილზე მოქმედ საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.