ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაატარებენ თუ არა ზარქუა და სანიკიძე იზოლატორში ერთ თვეს? – რას აცხადებენ საელჩოში

გაატარებენ თუ არა ზარქუა და სანიკიძე იზოლატორში ერთ თვეს? – რას აცხადებენ საელჩოში

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადეს, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა.
კერძოდ, მათ კომენტარი გააკეთეს დღეს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთ თვეს გაატარებენ.
„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ – მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.