პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე

გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუჯარიმებლად გათავისუფლების შესახებ.
დე ფაქტო უწყების ცნობით, 17 წლის გოგო 31 აგვისტოს დააკავეს „საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ლენინგორის (ახალგორის) რაიონის დასახლებულ პუნქტ ამძარინთან”.
უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 1 სექტემბერს გაათავისუფლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.