“გაავრცელეთ, აქციის მონაწილეებმა იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი” – ნიკოლოზ სამხარაძე

გაავრცელეთ! 2-5 მაისს თბილისში იმართება აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ამ ღონისძიებაზე ჩამოდიან ADB-ის წევრი ქვეყნების ლიდერები, ეკონომიკის/ვაჭრობის მინისტრები, ტრანსპორტის და რკინიგზის მინისტრები, ეროვნული ბანკების უფროსები და სხვ. ტერიტორიულად იმართება რედისონში, ბილტმორში, ქორთიარდში, პარაგრაფში და სხვ. დელეგაციების უმრავლესობა უნდა ჩამოფრინდეს თბილისში და დაბინავდეს 1-2 მაისს სასტუმროებში. ბევრ დელეგაციაზე საუბარი. უდიდესი ღონისძიებაა. ❗ეს იმას ნიშნავს, რომ ქოცები მაქსიმალურად ეცდებიან, უმკაცრესად, უდიდესი ძალით ამ ტერიტორიის გაწმენდას, რომ ხვალ უკვე სრულად გადაკეტონ აღნიშნული ქუჩები ამ ღონისძიებებისთვის. ჩაშლას არც განიხილავენ დარწმუნებული ვარ. ღონისძიების თარიღების გადატანა გამორიცხულია. ლოკაციების შეცვლაც შეუძლებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, დელეგაციების შემადგენლობები შემცირდება. ლიდერები მოერიდებიან ჩამოსვლას. ეჭვიც არ მეპარება, რომ მთავრობის წარმომადგენლები ხვალ ბევრი დელეგაციისგან მიიღებენ დაქენსელების ან დელეგაციების რანგის დაწევის შეტყობინებებს. მინდა ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია: P.S. გააზიარეთ, მიაწოდეთ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს. იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!