ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუჩუკურის თქმით, ტყიბულში სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ბუჩუკურის თქმით, ტყიბულში სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

პარლამენტის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ხობისა და სენაკის შემდეგ ტყიბულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბუჩუკურის თქმით, დირექტორის მოადგილის შვილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრია.
"ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ამბროლაძე შვილის. მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობისა და "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრობის გამო, გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად ოცნებამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკე გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად", - თქვა ბუჩუკურმა ბრიფინგზე.
მანამდე პარტიის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მათი გუნდის მხარდაჭერის გამო, ხონისა და სენაკის სკოლის დირექტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.