არქივი17 აპრილი, 2024, 07:20
ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ფილმის ჩვენება აშშ-ის კონგრესში გაიმართება
22 აპრილს ამერიკის კონგრესში აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს – ბუჩამდე იყო აფხაზეთი. ინფორმაციას ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.
ასევე, 25 აპრილს ჩვენება გაიმართება American Enterprise Institute-ში. იქამდე მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.