ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 8 მედალი მოიპოვეს

ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 8 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23 -წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ლადისლაუ სიმონის მემორიალზე 8 მედალი – 2 ოქროს, 3 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ.
ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (130 კგ) ვერცხლის, ხოლო ომარ გაზაშვილმა (61 კგ), გიორგი შონიამ (65 კგ) და გიორგი რომელაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს 23 -წლამდელთა ნაკრები რუმინეთში მწვრთნელებმა ზურა ჭიღლაძემ, აკაკი კუნჭულიამ და ზვიად გვილავამ ჩაიყვანეს.
ტურნირს ქართველი მსაჯი მალხაზ ჯორბენაძეც მოემსახურა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.