ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბურჯანაძე "კორუნაში" საუკეთესო იყო, მისი გუნდი კი ბარსელონაში დამარცხდა

ბურჯანაძე "კორუნაში" საუკეთესო იყო, მისი გუნდი კი ბარსელონაში დამარცხდა

ბექა ბურჯანაძემ ბარსელონაში შედეგიანად ითამაშა. ის თავის გუნდ "ლეიმა კორუნაში" საუკეთესო იყო, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის დებიუტანტი კატAლონიურ გრანდთან უშანსოდ დამარცხდა – 80:106.
პირველი პერიოდის შემდეგ ბურჯანაძის გუნდს იმედი ჰქონდა და არცთუ უსაფუძვლო, რადგან 7 ქულით ლიდერობდა, თუმცა დარჩენილ დროში "ბარსელონა" დიდ უპირატესობას დაეუფლა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.
ბურჯანაძემ არასრულ 19 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. ის საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში საუკეთEსო იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.