ბუნდესტაგში 6 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.

ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი.

განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ

ნიკოლოზ ვაშაკიძე: როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას