არქივი6 ნოემბერი 2024, 08:54
ბუნდესტაგში დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.
ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი.
განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.