ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბუნდესტაგი ცირკის კარავი არ არის, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება“ - მერცი ბუნდესტაგის შენობაზე პრაიდის დროშის აღმართავს ეწინააღმდეგება

„ბუნდესტაგი ცირკის კარავი არ არის, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება“ - მერცი ბუნდესტაგის შენობაზე პრაიდის დროშის აღმართავს ეწინააღმდეგება

გერმანიის კანცლერი პარლამენტში კრისტოფერ სტრიტის დღის აღნიშვნისთვის პრაიდის დროშის გამოფენის წინააღმდეგია. ფრიდრიხ მერცის თქმით, ბუნდესტაგი ცირკის კარავი არ არის, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება.
გერმანიის მთავრობის მეთაური მხარდაჭერას უცხადებს ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერს, რომელმაც უარი თქვა 26 ივლისს ცისარტყელის ფერების დროშის აღმართვაზე.
მერცმა აღნიშნა, რომ პრაიდის დროშა ბუნდესტაგის თავზე მხოლოდ ერთ დღეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს არის აღმართული.
„ყველა სხვა დღეს გერმანიის ბუნდესტაგის თავზე მხოლოდ გერმანიისა და ევროკავშირის დროშებია აღმართული. ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.