არქივი3 აპრილი, 2024, 13:07
ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის რეალურ სახეს ისევ აჩვენებს
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის რეალურ სახეს ისევ აჩვენებს, - ამის შესახებ ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა განაცხადა.
„საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას ისევ ცდილობს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის რეალურ სახეს ისევ აჩვენებს“, - წერს თომას ჰაკერი X-ზე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.