არქივი15 მარტი, 2024, 03:39
ბულგარეთმა უკრაინას 100 ჯავშანტრანსპორტიორი გაუგზავნა
ბულგარეთმა უკრაინას 87 000 ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა.
Novinite-ს ინფორმაციით, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარევმა განაცხადა, რომ უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორი წარმატებით გაიგზავნა.
მინისტრის განმარტებით, დახმარების მიწოდების პროცესი ლოგისტიკურ სირთულეებს მოიცავდა, რის გამოც, ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების ოპერაცია 29 იანვარს დაიწყო და 30 ვაგონისგან შემდგარი პირველი კოლონა უკრაინაში მხოლოდ 7 მარტს გაემგზავრა.
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ოპერაციაში მონაწილე 240 სამხედრო მოსამსახურის თავდადება შეაქო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.