ბულგარეთი 1 იანვრიდან ევროზე გადადის

ბულგარეთი 1 იანვრიდან ევროზე გადადის
ბულგარეთი 1 იანვრიდან ევროზე გადადის. ახალ ვალუტაზე გადასვლის გარდა, ქვეყანა ასევე მიიღებს ადგილს ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში. Reuters-ის ცნობით, ბულგარეთი ამით თავის ეროვნულ ვალუტას, ლევს, დაემშვიდობება და ევროზონის 21-ე ქვეყანა გახდება.
აღნიშნულია, რომ წელს ბულგარეთმა დააკმაყოფილა ყველა საჭირო კრიტერიუმი, მათ შორის ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი, სესხება და გაცვლითი კურსის სტაბილურობა და 2026 წლის 1 იანვრიდან ევროზონის 21-ე ქვეყანა გახდება.
ახალ ვალუტაზე გადასვლის გარდა, ქვეყანა ასევე მიიღებს ადგილს ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.