ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს საქართველოს - იმედი მაქვს, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, აუცილებლად დავუჭერენ მხარს საქართველოს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ“, - განაცხადა ნიკოლაი დენკოვმა.
დენკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები საერთო გადაწყვეტილებამდე ერთად უნდა მივიდნენ.
„იმედი მაქვს, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.