ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ჯავშანტექნიკის გაგზავნას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის გეგმას და შეთავაზება პარლამენტს ხელახლა განსახილველად გადაუგზავნა.
პარლამენტმა უკრაინისთვის ამ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ინიციატივას მხარი გასულ თვეს დაუჭირა. ვეტოს დადების მიზეზის ახსნისას, პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ კანონმდებლებმა უნდა შეაფასონ, დაჭირდება თუ არა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ბულგარეთს სწორედ ამ ჯავშანტექნიკის გამოყენება.
ბოლოს ეს ჯავშანტრანსპორტიორები ბულგარეთმა 1980-იან წლებში გამოიყენა და მას შემდეგ ისინი აქტიურ საბრძოლო მოქმედებაში არ ყოფილან ჩართული.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც ქვეყანამ კიევთან 2023 წლის აგვისტოში გააფორმა, სამხედრო დახმარება უკრაინას უსასყიდლოდ უნდა მიეღო. თუმცა, პრეზიდენტის ვეტოს გამო, შეთანხმება ყოვნდება და ის ხელახლა უნდა განიხილოს პარლამენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა