ბულგარეთის პორტში აღმოაჩინეს 38 მილიონი დოლარის ღირებულების ჰეროინი, ტრაილერი ყირგიზეთისა და საქართველოს გავლით ჩავიდა

ბულგარეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ბურგასში აღმოაჩინეს 436 კილოგრამამდე ჰეროინი – იუწყება რეგიონული პროკურატურა 12 აგვისტოს.
ჰეროინი დანაწევრებული იყო 434 პაკეტში, რომლებიც დამალული იყო ტრაილერის ოფიციალურად დეკლარირებულ ტვირთში. როგორც ვარაუდობენ, დაფასოებული ჰეროინის საერთო ღირებულება 38 მილიონ დოლარამდეა.
როგორც იუწყებიან, ივლისის ბოლოს ეს ტრაილერი ყირგიზეთიდან სახმელეთო გზით ჩავიდა საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, იქიდან კი ბურგასში გაემგზავრა. ბულგარეთიდან ტრეილერი უნდა გადასულიყო საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში.
ბულგარეთმა – რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ ნარკოტიკების გადაზიდვის გზაზე მდებარეობს – ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნარკოტიკების ტრეფიკინგთან საბრძოლველად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ