არქივი22 ივნისი, 2024, 20:17
ბუდუ ზივზივაძის მამა მოედანზე ბუდუს არ გამოყვანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
ბუდუ ზივზივაძე საქართველო-ჩეხეთის თამაშზე მოედანზე ვერ მოხვდა. აღნიშნულ საკითხს უკმაყოფილება მოჰყვა გულშემატკივრების მხრიდან. ფეხბურთის ქომაგები ხაზგასმით ამბობენ, რომ ბუდუ ზივზივაძე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მატჩზე მონაწილეობას იმსახურება.
საკითხს ეხმაურება ბუდუ ზივზივაძის მამაც:
“იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან..![]()
წინ საქართველო..![]()
” – წერს კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.