არქივი6 ივნისი, 2024, 00:50
ბუდუ ზივზივაძის თხოვნით, ტელეკომპანია “ფორმულას” გვერდზე მისი ციტატები წაიშალა
ბუდუ ზივზივაძის თხოვნით, ტელეკომპანია “ფორმულას” გვერდზე მისი ციტატები წაიშალა
ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ წაიშალა მათი გვერდიდან ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის ციტატები.
“ჩვენს აუდიტორიაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ განვმარტავთ, რომ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის ციტატები „ფორმულას“ გვერდიდან წაიშალა თავად ფეხბურთელის თხოვნით.
დამატებითი კომენტარების გაკეთება მან ამ ეტაპზე არ ისურვა, მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.”- ნათქვამია “ფორმულის” განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.