ბუდუს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - მან მეთერთმეტე გაიტანა [VIDEO]
მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ჰანზა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა. მან 52-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და 86-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ზივზივაძის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლია. ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.9, Sofascore 7.7, Whoscored 7.6.
„კარლსრუე“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა, ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი არ აქვს და 12 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ჰანოვერს“ უმასპინძლებს.
ჰანზა - კარლსრუე 2:1
გოლები: 1:0 ნეიდხარტი (33), 1:1 ზივზივაძე (52), 1:2 ვანიტცეკი (56, პენ)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.