ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბსუ-ის სტუდენტები: საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერდნენ თუ აუდიტორიაში არ გამოცხადდებოდნენ, ამიტომ სტუდენტები აქცია-მსვლელობით მივიდნენ საზღვაო აკადემიასთან და თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ.
„ბათუმის აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერენ თუ არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში, ასევე სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს. ამიტომ მივემართებით ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან,” – განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.