ბრძოლა გარუსებული ქართველების წინააღმდეგ გრძელდება! – საბა სხვიტარიძის ძმის პირველი კომენტარი

საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი, ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს:
“ველოდებოვით ამ გადაწყვეტილებას, რადგან საქართველოში ამ სასამართლოს სამართალს ვერ ვიპოვით. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, გარუსებული ქართველების მიერ არის გამოტანილი. ყველაზე ცუდი ეს არის – რუსებს კი არ ვებრძვით, გარუსებულ ქართველებს ვებრძვით! არავის გული არ დაწყდეს, ვიბრძოლებთ ბოლომდე! მედგრად ვიდგებით!”- თქვა თორნიკე ხვიტარიძემ.
საბა სხვიტარიძე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციის მაღალჩინოსანის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა საბა სხვიტარიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.