ბრუნდება თუ არა მესამედ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? – რას ამბობს პაპუაშვილი

“ეს კითხვა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. მე როგორ უნდა გიპასუხოთ ამაზე?” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კითხვას, ბრუნდება თუ არა მესამედ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში არ ერევა:
„სხვათა შორის, საუბარი არის ხოლმე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მისი კარნახით ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. დაასახელონ, რომელი არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა ისე, როგორც მიიღო.
ერთი მაგალითი თქვან, რომ „ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებდა, რომ არა კარნახი“. რომელი არის ისეთი ნეგატიური გადაწყვეტილება, როგორც ისინი ამას უყურებენ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა? ყველა გადაწყვეტილების უკან დგას საქართველოს მთავრობა, დგას საპარლამენტო უმრავლესობა. რაც მთავარია, ყველა ამ გადაწყვეტილების უკან დგას საქართველოს მოსახლეობა და ის მანდატი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ამაზე მეტყველებს როგორც მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ, ისე ზოგადად მოსახლეობის განწყობა“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ