ბრიუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია – Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზედაც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი.
დეგუსტაციას 1000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრიუსელში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი