ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიუსელში ისტორიული სამიტი დაიწყო - 27 ქვეყნის ლიდერმა საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს

მოვლენათა ეპიცენტრი ბრიუსელია - ისტორიული სამიტი რამდენიმე წუთია დაიწყო. 27 ქვეყნის ლიდერმა საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს. დღეს ან ხვალ გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოსთან ერთად ბრიუსელის გზავნილს ელოდება უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
"საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა" - ამის შესახებ განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის დამოკიდებულებაც უკრაინის მიმართ ევროკავშირის ლიდერების თავის ტკივილი გახდა.
ვიქტორ ორბანმა სამიტის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ კიევის მიმართ პოზიცია არ შეცვლილა. ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით უნდა მიიღოს - საჭიროა ყველას ხმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.