ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ. ბლოკის ინფორმაციით, ლიდერები ისაუბრენენ უკრაინაზე, მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, გაფართოებაზე და ევროკავშირში არსებულ გეოეკონომიკურ სიტუაციაზე.
დღის წესრიგში ასევე შედის ახლო აღმოსავლეთის, ევროპის თავდაცვისა და მიგრაციის საკითხები.
ლიდერები განიხილავენ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და საკითხებს, რომლებიც ევროკავშირისგან სასწრაფო ქმედებას მოითხოვს. შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიების მიცემაზე და ქვეყანაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევაზე.
ამ კონტექსტში, ლიდერები შეაფასებენ, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის მოლაპარაკების პოზიცია, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელონ ევროპის ინტერესების დაცვა.
ბლოკის გაფართოების საკითხზე მსჯელობისას, ევროკავშირის ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
„რეფორმების პროცესებს ღრმა ტრანსფორმაციული გავლენა აქვს კანდიდატ ქვეყნებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ კონტექსტში და ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ“, – აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან