ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინას და იმ პრინციპებს, რომელიც მომავალში უნდა დაიცვან.
„ამ კონტექსტში, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს ევროპული წვლილის შესახებ უსაფრთხოების აუცილებელ გარანტიებში, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.