ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში დღესაც ყველა რეისი გაუქმებულია

ბელგიაში, ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში, თანამშრომლების გაფიცვის გამო, მეორე დღეა ავიარეისები არ სრულდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„შარლერუას აეროპორტში პროფკავშირების ერთობლივი გაფიცვა გამოცხადდა. პარასკევს დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებულია", - ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.
აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ურჩევს, აეროპორტში არ მივიდნენ და თავიანთ ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.
შარლერუას აეროპორტის ინფორმაციით, დღეს 87 ავიარეისი უნდა შესრულებულიყო. აქედან ექვსი ბრიუსელის აეროპორტიდან შესრულდება, რომელიც, დაახლოებით 70 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.