ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიუსელის პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, დუბაიში ისაუბრა - ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ ქვეყანა ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან პოზიტიურ გზავნილს ელოდება

ბრიუსელის პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, დუბაიში ისაუბრა. მსოფლიო ლიდერებს ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ ქვეყანა რამდენიმე დღეში ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან პოზიტიურ გზავნილს ელოდება. ეს პირადად უთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც, რომელიღაც ღარიბაშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა.
პოზიტიური მოლოდინი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც - პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
ამავე დროს, პოზიტიური გზავნილები ისმის ვაშინგტონიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში საქართველო შტატების ძლიერ პარტნიორად არის დასახელებული. ჩვენი ქვეყნის შესახებ ქვეთავში წერია, რომ ქვეყანას შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.