არქივი18 ნოემბერი, 2023, 12:40
ბრიუსელის არტ ფაბრიკაში ქართველი მხატვრის მერაბ სურვილაძის გამოფენა გაიხსნა
ბრიუსელის არტ ფაბრიკაში ქართველი მხატვრის მერაბ სურვილაძის გამოფენა გაიხსნა. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა და მუშაობა ბელგიაში განაგრძო.
მხატვრის სტილი გამორჩეულია, დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში. მერაბ სურვილაძემ ხელოვნებას ახალი განზომილებაც შემატა, რომლის საშუალებითაც ტილოზე გამოქანდაკებულ ფიგურებს ჩრდილებით თამაშის საშუალება მიეცათ.
"ევროპალიას"ფარგლებში, მერაბ სურვილაძის გამოფენა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.