ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანული ფარმაცევტული გიგანტი აშშ-ში 5 წლის განმავლობაში 30 მილიარდ დოლარს ჩადებს

ბრიტანული ფარმაცევტული გიგანტი აშშ-ში 5 წლის განმავლობაში 30 მილიარდ დოლარს ჩადებს

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა GSK-მ (GlaxoSmithKline) აიღო ვალდებულება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში კვლევა-განვითარებასა და წარმოებაში მინიმუმ 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს,ამის შესახებ ინფორმაციას cnbc.com ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ინვესტიცია მოიცავს 1.2 მილიარდ დოლარს მოწინავე წარმოებაში, ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ ტექნოლოგიებში, რათა „შეერთებულ შტატებში ახალი თაობის ბიოფარმაცევტული ქარხნები და ლაბორატორიები აშენდეს.“
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი.
„სახელმწიფო ვიზიტი აერთიანებს ორ ქვეყანას, რომლებიც მსოფლიოში მეცნიერებისა და ჯანდაცვის ინოვაციების ლიდერები არიან. ჩვენ ვამაყობთ, რომ ორივეს ნაწილი ვართ“, - განაცხადა GSK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ემა უოლმსლიმ.
მისი თქმით, აღნიშნული ინვესტიცია კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყანაში არსებულ ისედაც ძლიერ კვლევებსა და მიწოდების ჯაჭვს.
GSK არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ახალი წამლების, ვაქცინებისა და ჯანდაცვის ინოვაციების განვითარებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.