ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტს ივანიშვილის დასანქცირების წინადადებით მიმართა

ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტს ივანიშვილის დასანქცირების წინადადებით მიმართა

დიდი ბრიტანეთის დეპუტატი ჯეიმზ მაკლირი მიესალმება აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, მსგავსად იმოქმედოს.
მან ბრიტანეთის პარლამენტს უკვე მიმართა წინადადებით, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;
პალატა აღნიშნავს, რომ აშშ-მა შემოიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გააკეთოს იგივე, რათა გამოხატოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ; მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციაში იყოს ევროკავშირიდან პარტნიორებთან რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად.
და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას', - წერს დეპუტატი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.