არქივი1 ივლისი 2025, 20:51
ბრიტანელი პარლამენტარი: ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგეს გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მიესალმება ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან დაწერილ წერილს და მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, დაუყოვნებლივ დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის "კორუმპირებულ მთავრობაზე".
„განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რომ ზურაბ ჯაფარიძის სიძლიერით სავსე წერილში მოხსენიებული ვარ. ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე. ზურაბს და ყველა ქართველ პოლიტპატიმარს თავისუფლება და სამართალი ეკუთვნით – დაუყოვნებლივ,“ – წერს მაკკლირი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.