ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანელი ადმირალი: ოქტომბერში რუსეთის არმიის შემადგენლობაში ყოველდღიურად 1500-მდე სამხედრო იღუპებოდა ან იჭრებოდა

ბრიტანელი ადმირალი: ოქტომბერში რუსეთის არმიის შემადგენლობაში ყოველდღიურად 1500-მდე სამხედრო იღუპებოდა ან იჭრებოდა

ოქტომბრის თვეში რუსეთის არმიის შემადგენლობაში ყოველდღიურად 1500-მდე სამხედრო იღუპებოდა ან იჭრებოდა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის ყველაზე მძიმე მაჩვენებელია დანაკარგების მხრივ - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, ადმირალი ენტონი რადაკინი.
მოსკოვი არ ასაჯაროებს უკრაინის ომში განცდილ დანაკარგებს. რადაკინის თქმით, რუსეთი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯავს საჯარო თანხების 40 პროცენტზე მეტს, რაც "უზარმაზარი ზეწოლაა" ქვეყანაზე.
რუსეთის წარმომადგენლები 10 ნოემბერს აცხადებდნენ, რომ უკრაინამ ათობით დრონით ამოიღო მიზანში მოსკოვი, რამაც ქალაქის სამი აეროპორტის დროებით დახურვა გამოიწვია.
რუსეთმა ღამის განმავლობაში 145 დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.