ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთში უამინდობის გამო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა

ბრიტანეთში უამინდობის გამო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა

დიდ ბრიტანეთში უამინდობის გამო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო ლივერპულის, ბრისტოლის, ბირმინგემის, ნიუკასლისა და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები დროებით დახურეს.
მანჩესტერის აეროპორტში 30-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 300-ზე მეტი კი გადაიდო. შეფერხებულია საქალაქთაშორისო მატარებლის მიმოსვლაც.
ამასთან, გარემოს დაცვის სააგენტომ გამოსცა რვა გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.